“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მელიქ რაისიანია წარმოდენილი.
23 სექტემბერს, პარტიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, დამდეგ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.
მელიქ რაისიანი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს წარმოადგენს.
“მელიქ რაისიანი – ახალქალაქი-ნინოწმინდის მე-18 საარჩევნო ოლქის კანდიდატია. ეს არის ადამიანი, რომელიც ამომრჩეველის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებისა და არა ერთი გაკეთებული საქმის გამო, სამი მოწვევის პარლამენტის წევრია და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ღირსეულად განაგრძობს, დგას საკუთარი ხალხის სამსახურში და საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი მოსახლეობის პრობლემებს უთუოდ გააჟღერს. თუმცაღა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის არის კანდიდატი, რომელიც ორიენეტირებული იქნება საქმის კეთებაზე, რაც მას აქამდე არაერთხელ აქვს დაუმტკიცებული.”- წარადგინა მელიქ რაისიანი ზაალ უდუმაშვილმა.