სოფელ კუმურდოში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული საბავშვო ბაღის მშენებლობის ტენდერი 10 აგვისტოს შედგა. მშენებლობას კომპანია შპს “ვერნიცკი და კომპანია” 1 023736 ლარით განახორციელებს.
სოფელ კუმურდოში საბავშვო ბაღის მშენებლობის ტენდერი 10 აგვისტოს შედგა, ტენდერი მოიგო თბილისის კომპანია შპს “ვერნიცკი და კომპანიამ” 1 023 736 ლარით, პირველადი თანხა შეადგენდა 1 033 736 ლარს.
თავდაპირველად საბავშვო ბაღის მშენებლობის ტენდერი 8 ივლისს გამოცხადდა, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო, და მშენებლობის გახანგრძლივებით სოფელში შეწუხებულნი იყვნენ. მიზეზი პროექტში დაწეული ფასები იყო.
ოდესმე, თუ აშენდება კუმურდოში საბავშვო ბაღი?
შპს “ვერნიცკი და კომპანიამ” ტენდერი 10 000 ლარის დაკლებით მოიგო. ახლა დოკუმენტების გამოთვლისა და მომზადების პროცესი მიმდინარეობს. როგორც კომპანიიდან JNEWS-ს უპასუხეს, ხელშეკრულება ჯერ ხელმოწერილი არ არის, მათ წარადგინეს დოკუმენტები და პირობებს ეთანხმებიან. დოკუმენტების პირობების შესაბამისობის შემთხვევაში ისინი ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
“ჩვენ თვითწარმოება გვაქვს, ტენდერი მომგებიანია ჩვენთვის, რადგან ჩვენ თვითონ ვაკეთებთ რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს, წარმოების დიდი ბაზა გვაქვს, არაფერს ვყიდულობთ. მშენებლობაზე ადგილობრივები იმუშავებენ, ამაში ჩვენი კოლეგები დაგვეხმარებიან”,- კომენტარი გააკეთეს შპს “ვერნიცკი და კომპანიიდან”.
კომპანიიდან ასევე თქვეს, რომ ისინი სამუშაოს დადგენილ ვადებში დაასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღს ორ ეტაპად ააშენებენ. სამუშაოს პირველი ეტაპი წელს 400 000 ლარით შედგება, სამუშაოს მეორე ეტაპი გათვალისწინებულია 2021 წელს, თანხა 633 736 ლარს შეადგენს.
საბავშვო ბაღის შენობა იქნება ორსართულიანი, აშენდება სოფლის ცენტრში. საბავშვო ბაღი 100 აღმზრდელზეა გათვალისწინებული.