ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სარწყავი სეზონი უკვე დაიწყო. მოსახლეობა რწყავს არა მარტო კარტოფილის მინდვრებს, არამედ ბოსტანს. ვინაიდან ყველა სოფელს არ აქვს სარწყავი სისტემა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სასმელ წყალს მინდვრის სარწყავად იყენებს. ამავდროულად, ერთი ფერმერი ჭარხალს და სტაფილოს რწყავს, მეორეს სასმელი წყალი აკლია. როგორც მერიაში აცხადებენ, არ არსებობს კონკრეტული პირი, რომელიც სიტუაციის გაკონტროლებას შეძლებს, რადგან პრობლემა ერთ-ორ სოფელს არ ეხება, ამ თვეების განმავლობაში სიტუაცია ერთნაირია.
ამჟამად პრობლემა სოფელ ჩამდურაში მწვავედ დგას. მოსახლეობა ამბობს, რომ ზაფხულის სამი თვის განმავლობაში სასმელი წყალი არ აქვთ. სოფლის ერთ ნაწილში წყალი ძალიან ცოტაა, მეორეში კი წყალი საერთოდ არ არის.
„სოფლის ერთ ნაწილში სასმელი წყალი მოედინება, ხოლო მეორეში არ მოედინება, 3-4 თვეა ხალხს წყალი არ აქვს“, – ამბობს ვოლოდია კარაპეტიანი.
ჩამდურაში სასმელი წყალი სოფელ დილიფიდან მოდის, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ წყალი ექვს სოფელში გადის, ყველა ამ სოფლის მცხოვრებლები მინდვრებს რწყავენ.
„ჩვენი წყალი სოფელში რამდენმე სოფლის გავლით აღწევს: დილიფი, ნამზარა, გონდურა, მურჯახეთი, ყულალისი, ვაჩიანი. ზაფხულში ჩვენი წყლის ხაზებს ამტვრევენ, ხვრეტენ და მინდვრებს რწყავენ. როგორ შეიძლება დაშვებული იყოს ცენტრალური ხაზის ასეთი მკურნალობა? ერთი წლის წინ ვაჩიანის მცხოვრებმა მილი გახვრიტა, უჩივლეს, 3 ლარით დააჯარიმეს, ხოლო მან თქვა: „ჯობია 15 ლარი გადავიხადო, მაინც მოვრწყავმინდვრებს“,- თქვა არმენმა.
მოსახლეობა ამბობს: „დაუწესონ ჯარიმა ყველას, ვინც მინდვრებს სასმელი წყლით რწყავს. ან მრიცხველები დაამონტაჟონ, ვინც რამდენს მოიხმარს, გადაიხადოს“.
სოფლის მოსახლეობა ამატებს, რომ როგორც კი წვიმა მოდის და მორწყვა აღარ არის საჭირო, წყალი სოფელში აღწევს, თუმცა ცხელ სეზონზე უწყლოდ რჩებიან.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩამდურელებმა როგორც მერიას, ასევე წყალმომარაგების კომპანიას მიმართეს, თუმცა პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.
მოსახლეობა ასევე არ გამორიცხავს, რომ მათ სოფელში ზოგიერთი მცხოვრები დაუნდობლად მოიხმარს წყალს და განუწყვეტლივ ტოვებს ღია ნაკადს.
ამის შესახებ Jnews-თან სატელეფონო საუბარში ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა თქვა.
„ეს საკითხი პრობლემურია, ახლა ყველა სოფელში სარწყავი სეზონია, ყველა მოიხმარს წყალს, რასაკვირველია, წყალი არ იქნება საკმარისი. ჩვენ არ გვყავს კონკრეტული ადამიანი, რომელიც გააკონტროლებს სისტემას”.