სომხეთში 4 აგვისტოს, 11:00 საათისთვის, კორონავირუსული ინფექციის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
ამრიგად, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 39,298-ს მიაღწია, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 7,930-მდე შემცირდა.
დღე-ღამის განმავლობაში 511 პაციენტი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 30 372-ს შეადგენს.
ვირუსის შედეგად ერთ დღე-ღამეში 6 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, კორონავირუსისგან დღემდე, სომხეთში 768 ადამიანი, სხვა დაავადებებით კი, 228 გარდაიცვალა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში 168,164 ტესტი ჩატარდა.