ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდა

12 ოქტომბრის მდგომარეობით, ვებგვერდზე teacherjobs.ge ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ვაკანსიები გამოქვეყნდა. სასწავლო დაწესებულებებს სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, ბილინგვური სწავლების სპეციალისტები, სპეციალური პედაგოგი და სხვა თანამშრომლები ესაჭიროებათ. განაცხადების წარდგენის ვადა, ვაკანსიის მიხედვით, 13-დან 17 ოქტომბრამდე იწურება.

ხანდოს საჯარო სკოლა
სკოლას 7–12 კლასებში ქიმიის მასწავლებელი ესაჭიროება. დატვირთვა კვირაში 18 საათს შეადგენს, ხოლო სავარაუდო ხელფასი თვეში 300–350 ლარია.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 13 სექტემბერი.
მიასნიკიანის საჯარო სკოლა
სკოლაში გამოცხადებულია შემდეგი ვაკანსიები:
ორი ბილინგვური სწავლების პედაგოგი — დატვირთვა კვირაში 3 საათი, სავარაუდო ხელფასი თვეში 1130 ლარი;
მუსიკის მასწავლებელი (1–7 კლასები) — დატვირთვა კვირაში 5 საათი, ხელფასი თვეში 150–480 ლარი;
გეოგრაფიის მასწავლებელი (9 კლასი) — დატვირთვა კვირაში 2 საათი, ხელფასი თვეში 192 ლარი;
საქართველოს ისტორიის მასწავლებელი (9 კლასი) — დატვირთვა კვირაში 2 საათი, ხელფასი თვეში 192 ლარი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 16 ოქტომბერი.
ოლავერდის საჯარო სკოლა
სასწავლო დაწესებულებას ესაჭიროება:
ხუთი ბილინგვური სწავლების პედაგოგი — დატვირთვა კვირაში 20 საათი, სავარაუდო ხელფასი თვეში 1130 ლარი;
ერთი სპეციალური პედაგოგი — დატვირთვა კვირაში 35 საათი, ხელფასი თვეში 1000–1200 ლარი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 16 ოქტომბერი.
მერენიის საჯარო სკოლა
სკოლა ეძებს მასწავლებლებს შემდეგ საგნებში:
ფიზიკა (7–8 კლასები) — დატვირთვა კვირაში 4 საათი, ხელფასი თვეში 300–350 ლარი;
ქიმია (8–12 კლასები) — დატვირთვა კვირაში 10 საათი, ხელფასი თვეში 900–950 ლარი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 17 ოქტომბერი.
ჩუნჩხის საჯარო სკოლა
სკოლაში გამოცხადებულია ვაკანსიები შემდეგ სპეციალისტებზე:
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (8 კლასი) — დატვირთვა კვირაში 5 საათი, ხელფასი თვეში 450–500 ლარი;
საგნის „ჩემი საქართველო“ მასწავლებელი (7 კლასი) — დატვირთვა კვირაში 3 საათი, ხელფასი თვეში 280–300 ლარი;
საგნის „მოქალაქეობა“ მასწავლებელი (11 კლასი) — დატვირთვა კვირაში 2 საათი, ხელფასი თვეში 180–200 ლარი;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტი — დატვირთვა კვირაში 40 საათი, ხელფასი თვეში 700–792 ლარი;
ექიმი — დატვირთვა კვირაში 40 საათი, ხელფასი თვეში 800–880 ლარი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი.
კოტელიის საჯარო სკოლა
სკოლას ესაჭიროება:
ქიმიის მასწავლებელი (7–12 კლასები) — დატვირთვა კვირაში 14 საათი, ხელფასი თვეში 500–600 ლარი;
მათემატიკის მასწავლებელი (6 და 12 კლასები) — დატვირთვა კვირაში 9 საათი, ხელფასი თვეში 400–500 ლარი;
კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი (1–6 კლასები) — დატვირთვა კვირაში 8 საათი, ხელფასი თვეში 300–400 ლარი;
მუსიკის მასწავლებელი (1–7 კლასები) — დატვირთვა კვირაში 10 საათი, ხელფასი თვეში 400–500 ლარი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი.
არაგვის საჯარო სკოლა
სკოლაში გამოცხადებულია ვაკანსია გათბობაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე. სავარაუდო ხელფასი თვეში 350–396 ლარს შეადგენს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი.
მურჯახეთის საჯარო სკოლა
სასწავლო დაწესებულებას ესაჭიროება:
მუსიკის მასწავლებელი — დატვირთვა კვირაში 7 საათი, ხელფასი თვეში 600–650 ლარი;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი — დატვირთვა კვირაში 7 საათი, ხელფასი თვეში 600–650 ლარი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი.

თეგები: განათლება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე