ერთი დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 1182 ადამიანი შეადგინა, – ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური გვერდი – stopcov.ge აქვეყნებს.
იმავე 24 საათის განმავლობაში Covid-19 -სგან 3 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 962 ადამიანი, ინფიცირებულთა 81%.
კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, დღეისთვის ქვეყანაში მკურნალობს 203 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7007 ადამიანი, ხოლო სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კიდევ – 280 პირი.
Covid-19-ით ინფიცირებული კიდევ 41 ადამიანი ცალკე სტატისტიკაში ირიცხება. ესენი არიან სამშობლოში სამკურნალოდ უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეები. მათ შორის – სამხედრომოსამსახურეები, რომლებიც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ.