ჯავახეთის აბიტურიენტებმა წინასწარ უნდა აცნობონ, თუ როდის აპირბენ სომხურ-ქართული საზღვრის გადაკვეთას, სომხეთიდან დაბრუნების შემთხვევაში, მათ 14 დღიანი თვითიზოლირება უნდა გაიარონ. აღსანიშნავია, რომ ჯავახეთიდან 69 აბიტურიენტს ეძლევა შესაძლებლობა, 2-დან 8 ივლისის ჩათვლით სომხეთში, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღონ.
სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რათა საქართველოს მოქალაქეობის მქონე დაახლოებით 70 აბიტურიენტმა სომხეთის რესპუბლიკაში შესვლა მოახერხოს.
აბიტურიენტები, რომლებმაც ონლაინ-განაცხადი 15 ივნისამდე შეიტანეს, სომხეთის რესბულიკაში შესვლას სომხეთის კომენდატურის ნებართვით, 14 დღიანი საკარანტინე ზონის გავლის გარეშე შეძლებენ.
თუმცა, საქართველოში დაბრუნებისთანავე აბიტურიენტებმა საქართველოში მოქმედი წესების შესაბამისად, თვითიზოლირება უნდა გაიარონ.
ჯავახეთის აბიტურიენტებმა სომხეთისა და საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ვადების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ, ისევე როგორც საქართველოში დაბრუნების პერიოდის შესახებ.
– საქართველოსა და სომხეთის საზღვრის გადაკვეთის დღე, თვე
– სომხეთისა და საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დღე, თვე
ინფორმაციის გაგზავნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზეა საჭირო: info@atc.am ან +37410 57 63 96 ნომერზე დარეკვა. შეკითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეფასებისა და ტესტირების ცენტრის თანამშრომლებს გაიანე გევორგიანს (მობილური ტელეფონის ნომერი +37494 120 120) და თერეზა ალაჯიანს (ტელეფონის ნომერი +37443 517 518, ელექტრონული ფოსტის მისამართი: terez777@gmail.com).
რამდენიმე დღის წინ Jnews-მაგამოაქვეყნა მასალა სათაურით ჯავახეთის აბიტურიენტებს სომხეთში სწავლის შესაძლებლობა წელს აღარ აქვთ, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯავახეთის აბიტურიენტები სომხეთის შესაბამის უწყებას ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების თხოვნით მიმართავენ. ვინაიდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო რამდენიმე თვეა სომხურ-ქართული საზღვარი დაკეტილია, აბიტურიენტები სომხეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ვერ ახერხებენ.
ჯავახეთის აბიტურიენტებს სომხეთში სწავლის შესაძლებლობა წელს აღარ აქვთ
ჯავახეთის აბიტურიენტს ონლაინ-გამოცდის ჩაბარება მხოლოდ რუსულ-სომხურ უნივერსიტეტში შეუძლია
სომხეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ჯავახეთის 69 აბიტურიენტი შეძლებს