ალბათობა იმისა, რომ ჯავახეთის აბიტურიენტები სომხეთში ეროვნული სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებას შეძლებენ ძალიან დაბალია. უცხო ქვეყნის აბიტურიენტები ონლაინ-ფორმატში გამოცდის ჩაბარებას მხოლოდ რუსულ-სომხურ (სლავიანსკი) უნივერსიტეტში შეძლებენ.

Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით- ჯავახეთის აბიტურიენტებს სომხეთში სწავლის შესაძლებლობა წელს აღარ აქვთ, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯავახეთის აბიტურიენტები სომხეთის შესაბამის უწყებას ეროვნულ სახელმწიფო გამოცდებში მონაწილეობის მიღების თხოვნით მიმართავენ. ვინაიდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო რამდენიმე თვეა სომხურ-ქართული საზღვარი დაკეტილია, აბიტურიენტები სომხეთში ეროვნული სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებას ვერ ახერხებენ.

ჯავახეთის აბიტურიენტების ღია წერილის საპასუხოდ რუსულ-სომხურმა უნივერსიტეტმა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:

«რუსულ-სომხურმა უნივერსიტეტმა იცის თქვენი პრობლემის შესახებ და სურს შეგატყობინოთ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უპირატესობას ვანიჭებთ ჩვენი ახალი სტუნდეტებისა და მათი ახლობლების ჯანმრთელობას, ამიტომ მისაღები გამოცდების ონლაინ-ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ თვის დასაწყისში მივიღეთ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ასევე იმ მიზნით, რათა ჩვენს თანამემამულეებს, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, რუსულ-სომხურ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ბინადრობით, დისტანციურად ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონდეთ».

აღსანიშნავია, რომ რუსულ-სომხურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამაში არის, როგორც სომხური, ასევე რუსული ფაკულტეტები.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ჯავახკ“ სტუდენტური კავშირი დაუკავშირდა დიასპორის განყოფილების თანამშრომლებს, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს შეფასებისა და ტესტირების ცენტრს. როგორც გაირკვა, ჯავახეთის მოსახლეობისათვის ეროვნულ სახელმწიფო გამოცდებში მონაწილეობის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს შეფასებისა და ტესტირების ცენტრმა განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიმართა, რათა საქართველოს აბიტურიენტესბისთვის მაინც, შეძლებისდაგვარად, გადადგან ნაბიჯები, თუმცა ნაკლებად შესაძლებელია, რომ ჯავახეთის აბიტურიენტებმა ეროვნულ სახელმწიფო გამოცდებში შეძლონ მონაწილეობის მიღება. ჯავახეთისა და დიასპორის აბიტურიენტებისათვის ასევე არ დაიშვება მიღების მეორე ეტაპი (როგორც გასულ წლებში იყო: ჯარში გამოწვეულებისათვის, ვიც საპატიო მიზეზების გამო აგვიანებდა).
განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს დიასპორის განყოფილებიდან შეგვატყობინეს, რომ წელს ჯავახეთისა და დიასპორის აბიტურიენტები ონლაინ-განაცხადის შევსებას დროს გარკვეულ მონაკვეთში შეძლებენ (დიასპორიდან და ჯავახეთიდან ონლაინ-განაცხადის შევსების პროცედურასა და პირობებთან გასაცნობად შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე: http://escs.am/am/news/6580), თუკი გამოცდების დაწყებამდე საზღვრები არ გაიხსნება, შესაძლებელია, რომ გამოცდები გადადონ.»

სომხეთში მისაღები ეროვნული სახელმწიფო გამოცდები 2-8 ივლისის პერიოდში ჩატარდება.

ჯავახეთის აბიტურიენტების კოლექტიურ წერილში ნათქვამია: „ჩვენ, სომეხი აბიტურიენტები, სომხეთის საგამოცდო ცენტრებში ეროვნულ სახელმწიფო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად სომხურ-ქართულ საზღვარს ვერ გადავკვეთავთ. გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ, საქართველოს ტერიტორიაზე საგამოცდო კომისია და საგამოცდო ცენტრი შექმნათ. ჩვენ, სომხებს, საქართველოს მოქალაქეებს, უმაღლესი განათლების მიღება სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში გვსურს“.

წერილი რამდენიმე ათეული აბიტურიენტის მიერ არის ხელმოწერილი. ისინი იმედოვნებენ, რომ სომხეთის მთავრობა მათ თხოვნას გაგებით მოეკიდება.

აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს ჯავახეთიდან დაახლოებით 250-300 აბიტურიენტი სომხეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში აბარებს.