ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშში სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

3 თებერვალს, Jnews-ის ჟურნალისტი დადეშის სკოლას ეწვია, რათა გაეგო განახლდა თუ არა სასწავლო პროცესი.

ჩვენ შევხვდით სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელ პირს დათო დოღანაძეს, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ სარემონტო სამუშაოები დასრულებულია.

„საკლასო ოთახები მზადაა გაკვეთილების განახლებისთვის. უბრალოდ, საკლასო ოთახები ცოტა მტვრიანია და დალაგებას საჭიროებს. ველოდებით, როდის ჩამოვლენ თბილისიდან და გათბობას ჩართავენ. სარემონტო სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა 17 თებერვალია. მე ვთვლი, რომ სწავლა შეიძლება 17 თებერვლამდე განახლდეს“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ სოფელ დადეშის მოსწავლეები უკვე ერთი წელიწადი და ოთხი თვეა სულდას საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში დადიან, რადაგნ დადეშის სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ დადეშში მდებარე სკოლა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდება.

ასევე წაიკითხეთ:

გევორგ ჯანოიან