№4 საჯარო სკოლაში (დემირჩიანის სახელობის) დედაენის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მე-7 „ა“ კლასის მოსწავლეებმა სომხური და ქართული ენების, ასევე მუსიკის მასწავლებლების ხელმძღვანელობით მოამზადეს კონცერტი, სადაც დღესასწაულისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის ჰიმნებით დაიწყო. კონცერტის საყურებლად მოსწავლეების მშობლები, ახალქალაქის რესურსცენტრის წარმომადგენელი, ასევე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები მივიდნენ. ღონისძიება მე-7 „ა“ კლასის მოსწავლეებმა თავიანთი კლასის მასწავლებელთან, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან თაკუშ სარგსიანთან, ქართული ენის მასწავლებელთან ელენა ლაზარაშვილთან და მუსიკის მასწავლებელთან აიდა ბანდიკიანთან ერთად მოამზადეს.
სკოლის მოსწავლეებმა სომხურ და ქართულ ენებზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს სიმღერები ორივე ენაზე, ასევე როგორც სომხური, ისე ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს.
ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი გაიანე ერემიანი და კლასს მომზადებული კონცერტისთვის მადლობა გადაუხადა.