16 მარტს ახალქალაქში SEREC-ის ოფისში თემაზე „აუტიზმი და სხვა პრობლემები ბავშვთა განვითარებაში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

IMG_0061

IMG_0092

შეხვედრა სპეციალურმა პედიატრმა ირმა გოცირიძემ, კოალიცია “ადრეული განვითარების” ხელმძღვანელმა რუსუდან ბოჭორიშვილმა ჩაატარეს. ირმამ ძალიან ადრეულ ასაკში გაჩენილ შესაძლო პრობლემებსა და განვითარების ნორმებზე ისაუბრა. ბავშვი თვალებში უნდა გიყურებდეს, გიღიმოდეს, თუ ასე არ იქცევა, სპეციალისტთან დაკავშირებაა საჭირო.

„რადგან ეს თემა ჩვენს რეგიონში არც თუ ისე გავრცელებულია, გადავწყვიტეთ ჩვენს პედიატრებთან, აღმზრდელებთან, მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა მოვაწყოთ, რათა რაიმე უმნიშვნელო პრობლემის შემთხვევაშიც კი მშობელს რჩევა, მითითებები მისცენ“, – აღნიშნავს შეხვედრის ინიციატორი, ახალქალაქში ბავშვთა განვითარების ცენტრის „ნაბიჯების“ დირექტორი სვეტა სეროფიანი.

IMG_0095

შეხვედრაზე  მასწავლებლები, ექიმები და პედაგოგები მოიწვიეს, რადგან ამ კატეგორიის მომუშავეებს ბავშვებთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ. შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა ექსპერტებს კითხვები დაუსვეს და მათთვის საინტერესო თემები განიხილეს. აუტიზმის პრობლემა როგორც ახალქალაქში, ასევე საქართველოს მასშტაბით ხშირდება.

„აქ შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებსაც პირველადი შეხება აქვთ ბავშვებთან. ისინი ინფორმირებულები უნდა იყვნენ, რათა სიმპტომები შეამჩნიონ და დროულად მოახდინონ რეაგირება“, – ამბობს სვეტა სეროფიანი.

IMG_0117

vstrecha