ქალაქ ახალქალაქის ხუთი საჯარო სკოლიდან სამი ახალი სასწავლო წლისათვის მზად არის. ისინი უკვე შემოწმდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პროფილაკტიკის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მოთხოვნების შესაბამისად. ორ სკოლაში რემონტის გამო, შემოწმება არ ჩატარებულა.
№1 სკოლაში (თუმანიანის სახ.) შემოწმება დასრულდა. სკოლის დირექტორის რუზანნა ტეფოიანის თქმით, მათ სკოლაში ყველაფერი რიგზეა.
“კომისია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩვენი სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის მზად არის. იმ კლასებს, სადაც ბევრი მოსწავლეა, ორ ჯგუფად ვყოფთ. ჩვენ სამინისტროს ყველა მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა გვაქვს”, – განაცხადა რუზანნა ტეფოიანმა.
№1 სკოლაში 438 მოსწავლე სწავლობს. წლეულს ერთი პირველი კლასი გაიხსნა.
№2 სკოლამაც (რუსული) გაიარა შემოწმება და ახალი სასწავლო წლისთვის მზად არის.
“ყველა საკლასო ოთახსა და დერეფანში ანტისეპტიკული საშუალება გვაქვს განთავსებული. სამინისტროს ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. ჩვენთან გაკვეთილები ორ ცვლად ტარდება და მოსწავლეებს შორის 1 მეტრიან დისტანციას ვინარჩუნებთ”, – ამბობს კარინე ნახატაკიანი.
№2 სკოლაში წლეულს 650 მოსწავლე ისწავლის. სკოლაში 93 პირველკლასელია.
№3 სკოლაში (ქართული) შემოწმება არ ჩატარებულა. სკოლის დირექტორის თამარ ოძელაშვილის თქმით, სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და 15 ოქტომბერს დასრულდება. ამ დრომდე ისინი №5 სკოლაში ისწავლიან.
№3 სკოლაში 191 მოსწავლეა და 15 პირველკლასელი.
№4 სკოლაში (დემირჩიანის სახ.), დირექტორის ნათელა გრიგორიანის თქმით, სარემონტო სამუშაოები დღეს დასრულდა.
” დღეს დავრეგისტრირდები, რათა შესამოწმებლად მოვიდნენ. ჩვენთან შემოწმება ჯერ არ ყოფილა. ალბათ, დღეს-ხვალ მოვლენ”, – გვითხრა ნათელა გრიგორიანმა.
№4 სკოლაში 610 მოსწავლე სწავლობს, წლეულს, ამ სკოლაში, ორი პირველი კლასი გაიხსნება, პირველკლასელთა საერთო რაოდენობა 49 შეადგენს.
№5 სკოლაში (ტერ-მინასიანის სახ.) შემოწმება დასრულდა, სკოლის დირექტორის, ემა ნახატაკიანის თქმით, სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის მზად არის და განათლების სამინისტროს ყველა მითითებას ასრულებს.
№5 სკოლაში 105 მოსწავლე სწავლობს, წლეულს სკოლა 7-პირველკლასელს მიიღებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორის, ტერეზა ჩივჩიანის თქმით, განათლების სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისობაზე სოფლის სკოლების შემოწმება გრძელდება. ზოგიერთმა სოფლის სკოლამ შემოწმება გაიარა, ყოველ შემთხვევაში ასეთი სიტყვიერი შეფასები მიიღეს შემმოწმებლებისგან, თუმცა განათლების სამინისტროსგან ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს ოფიციალური შეფასება ჯერჯერობით არ მიუღია.