15 სექტემბერი ახლოვდება, ბავშვები სკოლაში უნდა მივიდნენ, მაგრამ ახალქალაქში განსაკუთრებული აურზაური არ შეინიშნება. ხალხი დილემის წინაშე აღმოჩნდა: ზოგს საყიდლებისთვის ფული არ აქვს, ხოლო ზოგიერთი დარწმუნებული არ არის, რომ სკოლები სექტემბერში ნამდვილად გაიხსნება.
უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც ნალბანდიანის ქუჩაზე საკანცელარიო ნივთების გამყიდველები თავის მყიდველს ელიან. ისინი ამბობენ, რომ ვაჭრობა გასულ წლებთან შედარებით მკვეთრად შემცირდა.
“წელს გასული წლის ვაჭრობის ნახევარიც არ არის. ჩვენ საქონელს ძვირად ვყიდულობთ, მაგრამ შარშანდელი ფასებით ვყიდით, რათა პურის ფული მაინც ვიშოვით. ახლა ხალხი ფიქრობს, რომ, შეიძლება, სკოლები არც დაიწყოს, ზუსტად ამიტომ ისინი გაურკვევლობაში არიან. ბევრი ბავშვების 200 ლარიან დახმარებას ელოდება”,- ამბობს საკანცელარიო ნივთების ერთ-ერთი გამყიდველი.
ახალქალაქში სასკოლო ნივთების ყიდვის აურზაური დღემდე არ დაწყებულა. მიზეზი- ხალხის მძიმე ფინანსური მდგომარეობაა.
“ხალხს ფული არ აქვს, როგორ იყიდიან? კორონავირუსის შედეგები ჩვენს რაიონზე განსაკუთრებით მძიმედ აისახა, ხალხი უმუშევარია, მოლოდინშია. დიდი განსხვავებაა გასულ და მიმდინარე წლებს შორის, გასულ წელს თითოეული ჩვენგანი დღეში 300-400 ლარს შოულობდა, მაგრამ დღეს არაფერი არ გაყიდულა”- ამბობს სხვა გამყიდველი.
ბევრი მშობელი დღემდე არ ჩქარობს ბავშვებისათვის საკანცელარიო ნივთებისა და ტანსაცმლის ყიდვას.
“რა თქმა უნდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ სწავლა სექტემბერში დაიწყება, მაგრამ, ამასთანავე, ვემზადები. ახლა უკვე პირველკლასელიც მყავს, არ მინდა ვაწყენინო- მინდა ისიც მოვამზადო სკოლისათვის, ისევე როგორც პირველი შვილი. მინდა ნორმალურად მომზადებული ვიყო, სკოლას თუ გახსნიან, მაშინ არ ვიქნები მოუმზადებელი, მშვიდი გულით მივიყვან ბავშვს სკოლაში. საკანცელარიო ნივთების ფასებში ვერავითარი ცვლილება ვერ შევამჩნიე. ორი სკოლის მოსწავლე მყავს, ორივესთვის ვიყიდე ყველაფერი”,- ამბობს ანჟელა მნაცაკანიანი, ორი სკოლის მოსწავლის მშობელი.
მასწავლებლებიც და მშობლებიც დისტანციურ სწავლებას გაურბიან.
“მე დისტანციური სწავლების სახელის ხსენებაც კი არ მინდა. ეს ჩვენთვის საშინებელა იყო, რას ისწავლის პირველკლასელი, როგორ ისწავლის? უთუოდ, სკოლაში სიარულის მომხრე ვარ. პირველკლასელისათვის ყველაფერი უცხოა. როგორც კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, ბავშვებმა ნორმალური სწავლა ვერ მოახერხეს, გარდა ამისა, განათლების დონე მკვეთრად დაეცა”,- ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
ზოგიერთი მშობელი სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის დახმარებას ელოდება.
“ჩემი მეუღლე სამუშაოდ რუსეთში მიდიოდა, ყოველწლიურად სკოლის პერიოდში ფულს გვიგზავნიდა. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოახერხა, და მოგვიწია გვესესხა ფული. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, როდესაც სახელმწიფომ ბავშვებისათვის 200 ლარის ოდენობის დახმარების გაწევა გადაწყვიტა, ძირითადი ტანსაცმლისა და საკანცელარიო ნივთების ყიდვას შევძლებთ”,- ამბობს დედა, რომელსაც სამი სკოლის მოსწავლის შვილი ჰყავს.