21 მაისს სოფელ ხულგუმოში ბოლო ზარი დაირეკა. წელს სკოლას 5 მოსწავლე ამთავრებს.

დღის მეორე ნახევარში ხულგუმოს საჯარო სკოლის ეზოში ხალხმრავლობა იყო. შეიკრიბნენ მასწავლებლები, მშობლები, თანასოფლელები, ყველა მეთორმეტე კლასელებს  ელოდებოდა.

6

10

ცერემონია საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ჰიმნებით დაიწყო.

7

წელს სკოლას ხუთი მოსწავლე დაემშვიდობა, ყველა მათგანი უკვე დარეგისტრირდა უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად თბილისსა და ერევანში. სამ კურსდამთავრებულს სურს უმაღლესი განათლების მიღება თბილისში, ორს – ერევანში. ორი კურსდამთავრებული მედლების კანდიდატია – კარენ ჩივჩიანი და ვარდან ეპრიკიანი.

8

9

მათმა პირველმა მასწავლებელმა, ამჟამინდელმა კლასის დამრიგებელმა და ასევე სკოლის დირექტორმა ბავშვებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს. სკოლის დირექტორმა კურსდამთავრებულებს კარგი ქცევისა და შესანიშნავი აკადემიური მოსწრებისთვის ჯილდოები გადასცა.

2

3

1

მისალოცი სიტყვები და საცეკვაო ნომრები შეასრულეს მე-9 და 1 კლასის მოსწავლეებმა, ასევე მათმა მასწავლებლებმა.

4

5

ღონისძიების დასასრულს მეთორმეტე კლასელებმა ვალსი იცეკვეს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დღეებში ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სკოლებში ბოლო ზარი ირეკება.