№4 საჯარო სკოლაში (დემირჩიანის სახ.)  20 მაისს, ბოლო ზარი დაირეკა. სკოლა 42 მოსწავლემ დაამთავრა, 11 მათგანი სწავლაში წარმატებისთვის მედალს მიიღებს.

demirchyan

demirchyan1

სიხარულში შერეული სევდა, ღიმილით შერეული ცრემლები – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბოლო ზარები იწყება. მოსწავლეები სკოლას ემშვიდობებიან და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან.

demirchyan2

demirchyan13

demirchyan5

დღეს №4 სკოლაში (დემირჩიანის სახელობის) ბოლო ზარი დარეკა. მოსწავლეების მშობლები, ნათესავები და მეგობრები სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, რათა შვილები ზრდასრულ ცხოვრებაში გააცილონ. მოსწავლეებისთვის მილოცვები და საზეიმო გამოსვლები უმცროსი სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს. სკოლადამთავრებულებმა თავად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, მადლიერების სიტყვები წარმოთქვეს მასწავლებლებისა და მშობლების მიმართა, დაემშვიდობნენ სკოლას.

demirchyan6

demirchyan7

demirchyan8

demirchyan11

ღონისძიების დასასრულს სკოლადამთავრებულებმა გამოსამშვიდობებელი ვალსი იცეკვეს.

demirchyan9

demirchyan10

20 მაისს, №3 (ჭავჭავაძის სახ.), №4 (დემირჩიანის სახ.) სკოლების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარები გაისმა. 21 მაისს ბოლო ზარები დაირეკება №2 სკოლაში (რუსული) და №5 სკოლაში (ყოფილი ინტერნატი), 23 მაისს – №1 სკოლაში (თუმანიანის სახ. ). ასევე, ბოლო ზარს ამ დღეებში ყველა სოფლის სკოლა დარეკავს.