ახალქალაქის 7 სკოლაში არის როგორც მასწავლებლის, ასევე სხვა სპეციალისტების ვაკანსია.
სოფელ ღოდოლარის საჯარო სკოლაში არის მდივანის ვაკანსია, განაცხადის შეტანის ბოლო ვადა – 2 თებერვალი.
სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლაში არის Х კლასის ფიზკულტურისა და სპორტის ვაკანსია, ასევე სამოქალაქო განათლების საგნის მასწავლებლის ვაკანსია. ამ ორ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადა ასევე 2 თებერვალია.
სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაშიც არის V, VI და VII კლასების ფიზკულტურისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსია, განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 31 იანვარია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში არის არაქართულენოვან სკოლებში ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებლის ვაკანსია. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა – 31 იანვარი.
სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში არის XI კლასის მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსია, განაცხადის შეტანის ბოლო ვადა – 31 იანვარი.
სოფელ აზმანას საჯარო სკოლაში არის VIII, IX და X კლასების ბიოლოგიის მასწავლებლის ვაკანსია. მსურველებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ 31 იანვრამდე.
სოფელ კოკიას საჯარო სკოლაში არის ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია, განაცხადის შეტანის ბოლო ვადა – 31 იანვარი.