მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაცია ქვეყნის ყველა საჯარო სკოლაში ვაკანტურ პოზიციებზე. JNEWS-ი ყოველთვის თანმიმდევრულია ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებაში, შესაბამისად წარმოგიდგენთ რომელი სკოლა და რომელი სპეციალისტია საჭირო.

პატარა სოფელ სამსარში საჭიროა ეთნიკური უმცირესობების ენის (სომხური) მე-4 კლასის მასწავლებელი, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 სექტემბერი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ჯივანუს საჯარო სკოლაში საჭიროა ბიბლიოთეკარი, სპეცპედაგოგი, X, XI, XII კლასის ფიზკულტურის და სპორტის მასწავლებელი, ასევე X, XI, IX კლასის ბიოლოგიის მასწავლებელი. ბიბლიოთეკარისა და სპეციალური მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 22 სექტემბერი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლისა და ბიოლოგიის – 15 სექტემბერი.

სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში საჭიროა ეთნიკური უმცირესობების ენის (სომხური) მასწავლებელი, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 სექტემბერი.

სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსიაა, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 13 სექტემბერია.

რაიონის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლაში ასევე არის ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის XII კლასი, მსურველები 14 სექტემბრამდე.

მუნიციპალიტეტის სოფელ ქაჯოს სკოლაში VII, VIII, IX კლასის ისტორიის მასწავლებლის ვაკანსიაა, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

სოფელ იხტილას საჯარო სკოლას აქვს XI კლასის გეოგრაფიისა და ეთნიკური უმცირესობების ენის (სომხური) მასწავლებლის ორი ვაკანტური ადგილი, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 სექტემბერი.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსია ოლავერდის საჯარო სკოლაში X, XI, XII კლასებში, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16 სექტემბერი.

სოფელ ორჯას საჯარო სკოლაში ვაკანსია V და VI კლასის საგნის ჩვენი საქართველო, VIII კლასის ეთნიკური უმცირესობების ენის (სომხური) მასწავლებლის ვაკანსია და მუსიკის მასწავლებლის ვაკანსია. IV, V, VI, VII კლასები. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 სექტემბერი.

სხვა ვაკანსიების სანახავად, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს შემდეგ ბმულზე დაჭერით.