საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბრიდან დაიწყება

2024-2025 სასწავლო წელს სასწავლო პროცესი 16 სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ JNEWS-ს საქართველოს განათლების სამინისტროდან განუცხადეს.

წელს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იქნება, ხოლო საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 14 მარტამდე გაგრძელდება.

პირველ სემესტრში სასწავლო დღეების რაოდენობა იქნება 74 დღე, მეორე სემესტრში 96 დღე. აქვე დავამატოთ, რომ პირველკლასელებისთვის ეს იქნება 83 დღე, ხოლო მე-12 კლასელებისთვის 79 დღე.