ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რიგ სკოლაში მასწავლებლების, ექიმებისა და დამლაგებლების ვაკანსიებია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრას საჯარო სკოლაში გამოცხადებულია ექიმის ვაკანსია.

პტენის საჯარო სკოლაში VII, VIII, IX კლასის გეოგრაფიის და VII, VIII, IX კლასის ისტორიის მასწავლებლის ვაკანსიაა გამოცხადებული.

ახალქალაქში, ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლაში გამოცხადებულია დამლაგებლის ვაკანსია.

არაგვას საჯარო სკოლაში II, V კლასის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლისა და VII კლასის ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსიაა გამოცხადებული.

ვაკანსია ასევე არის მერენიის საჯარო სკოლაშიც: სამოქალაქო განათლება – VIII, IX კლასები, კარწახის საჯარო სკოლა: ინგლისური – III, IV, IX, X კლასი. გოგაშენის საჯარო სკოლა: სამოქალაქო განათლება – VIII, X კლასები, ფიზიკური აღზრდა და სპორტი – I, II, III, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII, ფიზიკა – VII, VIII, X კლასები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – I, II, III, V, VI, VII, VIII კლასები, მუსიკა – I, II, III, V, VI, VII, VIII კლასები, „მე და საზოგადოება“ – III კლასი.

მაჯადიას საჯარო სკოლაში მეხუთე კლასის მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსია, ბოზალის საჯარო სკოლაში ასევე არის VI, VII, IX კლასის სომხური ენის მასწავლებლის ვაკანსია, მარტუნის საჯარო სკოლაში არის V კლასის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და IV კლასის მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსია, ხოლო სულდას საჯარო სკოლაში X კლასის მათემატიკის მასწავლებლის ვაკანსია.

ასევე არის ვაკანსიები ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის ვაკანსია ზაკვის საჯარო სკოლის პირველი კლასის არაქართულენოვანი სკოლებისთვის, VII, VIII, IX, XI, XII კლასების გეოგრაფიის მასწავლებლის, ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში არის საგზაო ნიშნებისა და საგზაო უსაფრთხოების საგანში XI კლასის მასწავლებლის ვაკანსია.

აზმანის საჯარო სკოლაში არის შემდეგი ვაკანსიები: საბუნებისმეტყველო საგნები – VIII, IX, X კლასები, ფიზიკა – VIII, IX, X კლასები, მუსიკა – VI, VII, IX, X კლასები, გეოგრაფია – VII, VIII, IX, X კლასები, რუსული ენა – V, VI, VII, VIII, IX, X კლასები, ისტორია -VII, VIII, IX, X კლასები, ფიზიკური აღზრდა და სპორტი – V, VI, VII, VIII, IX, X კლასები, I კლასი – დაწყებითი განათლება, ასევე ქართული ენა და ლიტერატურა – VII, VIII, IX, X კლასები.