21 მაისს, სკოლას დაემშვიდობნენ ახალქალაქის №5 სკოლის (ყოფილი ინტერნატი)  მოსწავლეები.

მეთორმეტე კლასის მოსწავლეების მშობლები, ახლობლები და მეგობრები  №5 სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, რათა შვილები ზრდასრულ ცხოვრებაში გააცილონ.

internat

internat2

მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები, გამოსამშვიდობებელი სიტყვები და მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს და სკოლას.

internat8

internat5

ღონისძიება ტრადიციული ვალსით დასრულდა.

internat6

internat7

შეგახსენებთ, 20 მაისს, №3 (ჭავჭავაძის სახ.), №4 (დემირჩიანის სახ.) სკოლების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარები გაისმა. 21 მაისს ბოლო ზარი დაირეკა №2 სკოლაში (რუსული) და №5 სკოლაში (ყოფილი ინტერნატი), 23 მაისს – №1 სკოლაში (თუმანიანის სახ.). ასევე, ბოლო ზარს ამ დღეებში ყველა სოფლის სკოლა დარეკავს.