15 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს კლუბში სამშობლოსა და პატრიოტიზმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ხულგუმოს სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ სუზანა მანველიანთან ერთად საინტერესო ღონისძიება მოაწყვეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები და სხვები.
ღონისძიების ორგანიზატორი სუზანა მანველიანი აღელვებული იყო და ამავდროულად უხაროდა, რომ მოსწავლეებში პატრიოტიზმი ინერგებოდა.
„ძნელია აღწერო სიყვარული, რომელსაც ადამიანი სამშობლოს მიმართ გრძნობს. მინდა, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ეს გრძნობა, მათ უყვარდათ სამშობლო, პატივს სცემდნენ მას ისე, როგორც ჩემში დაგროვდა და თავისი ნალექი დამიტოვა“, – თქვა სუზანა მანველიანმა.
სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს სხვადასხვა ტიპის პლაკატები, რომლებზეც გამოსახული იყო არარატის მთა, გენოციდის მემორიალი, ასევე პოეზიიდან სტრიქონები დაწერეს.
მოსწავლეები ძალიან შთაგონებულები იყვნენ ღონისძიებით და გამოთქვეს მზადყოფნა მუდამ მონაწილეობა მიიღონ მსგავს შეხვედრებში.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში პედაგოგები ხშირად აწყობენ სომხეთისა და საქართველოს ქვეყნებისადმი მიძღვნილ მსგავს ღონისძიებებს, რომლის მიზანიც პატრიოტული თაობის აღზრდაა.