ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლაში, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ სკოლაში მასწავლებლის, საქმეთა მმართველის და დაცვის თანამშრომლის ვაკანსიებია.

ორჯას საჯარო სკოლაში „ჩვენი საქართველო“ საგანში მასწავლებლის ვაკანსიაა გამოცხადებული. განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 2 აპრილის ჩათვლით.

სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში საქმეთა მმართველის ვაკანსიაა გამოცხადებული. განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 30 აპრილის ჩათვლით.

ასევე სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში არის დაცვის ვაკანტური ადგილი. მსურველებს განაცხადის შეტანა 30 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის ვაკანსიაა გამოცხადებული. განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 29 მარტის ჩათვლით.