მიქოიანის ქუჩაზე მდებარე ჩიხში მცხოვრებლები ჩივიან, რომ მათი ქუჩა არ ასფალტდება. მერიაში აცხადებენ, რომ წყლისა და კანალიზაციის მილების შეცვლამდე, ასფალტზე საუბარი გამორიცხულია.
მოსახლეობის თქმით, პრობლემა დიდი ხანია აქტუალურია, მაგრამ ჯერ არ მოგვარებულა.
„50 წელზე მეტია აქ ვცხოვრობ, სიტუაცია იგივეა: ყინული, ტალახი და წყალი. რამდენ ხანს შეიძლება ასე ცხოვრება? ჩვენ დავუკავშირდით მერიას და გვითხრეს, რომ კლდეზე ცხოვრობთ და აქ სამუშაოს შესრულება შეუძლებელია. ვითხოვთ კომისიამ გაარკვიოს რაში მდგომარეობს პრობლემა, რომ ჩვენი ქუჩა არ რემონტდება“, – ამბობს მიკოიანის ქუჩაზე მცხოვრები ქნარიკ მიქაელიანი.
მიქოიანის ქუჩის მოსახლეობამ ხელმოწერებიც კი შეაგროვეს და მერიას დაუკავშირდნენ, თუმცა უშედეგოდ.
მერიამ მოსახლეობას შემდეგი სახით უპასუხა: „როცა წყლის პრობლემა მოგვარდება, მაშინ ქუჩას მოვასფალტებთ“.
თუმცა მიქოიანის ქუჩაზე მდებარე ჩიხში არც წყლის პრობლემა გვარდება და არც ასფალტის პრობლემა.
ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, მერია მზად არის სამუშაოების შესასრულებლად, თუმცა ყველაფერი თავის დროზე გაკეთდება.
ადგილობრივი მცხოვრები თამარა ჭორუღიანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ პრობლემა ასფალტის ნაცვლად ხრეშის დაყრით მოაგვარა.
„მერიაში გვითხრეს, რომ პრობლემა კანალიზაციის ხაზებშია და როგორც კი კანალიზაციის ხაზებს მოაწესრიგებენ, მზად იქნებიან გზის გასაკეთებლად. წყალმომარაგების კომპანიასაც დავუკავშირდით, თუმცა კვლავ პასუხს ველოდებით. დავიღალეთ ამ თემის წამოყენებით და უკვე უაზროდ მიგვაჩნია ამაზე საუბარიც კი“, – ამბობს თამარა ჭორუღიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა თქვა:
„პრობლემა კანალიზაციის ხაზებშია. კანალიზაციის ხაზების გარემონტების შემდეგ მზად ვიქნებით გზის დაგებისთვის. ჩვენ ახლაც შეგვიძლია მოასფალტება, მაგრამ მოგვიანებით უფრო რთული პრობლემა წარმოიქმნება, ამიტომ არ ვაგებთ ასფალტს”.
გევორგ ჯანოიან