15 იანვარს, საქართველოში, 15:00 საათიდან, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყეს. ახალქალაქში აქციას სააფთიაქო ქსელის ერთი ფილიალი, კერძო პირი და ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი შეუერთდნენ.

წინასწარ გამოცხადებული გაფიცვის მიზანია საზოგადოებას აჩვენონ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. გაფიცვის მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაა. გაფიცვას მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორიდან 500-ზე მეტი ორგანიზაცია შეუერთდა, მათ შორის სასტუმროები, მაღაზიები, ბიზნეს ცენტრები, მედია, ესთეტიკური ცენტრები, აფთიაქები და ა.შ. გაფიცვა 3 საათს გაგრძელდა.

Jnews photo - 1

Jnews-ის დაკვირვებით, ახალქალაქში გაფიცვას მხოლოდ PSP-ის სააფთიაქო ქსელის თანამშრომლები, ერთი კერძო პირი შეუერთდა, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრმა კი სამართლიანობის, სამართლიანი მართლმსაჯულების და ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით საქმიანობა შეაჩერა!
Jnews photo - 1

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში ფუნქციონირებს ისეთი კომპანიები, როგორიცაა მაღაზიათა ქსელი “Spari”, თიბისი ბანკი, სააფთიაქო ქსელი “Pharmadepot”, სააფთიაქო ქსელი “Aversi”, “საქართველოს ბანკი”, “Liberty ბანკი”, მაღაზიათა ქსელი”Magniti”, “სუფთა სახლი” და სხვები, თუმცა ყველა ადგილობრივი სერვის ცენტრი და ფილიალი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, ისევე როგორც კერძო საწარმოები და მაღაზიები. ახალქალაქი ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ინარჩუნებენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და სამოქალაქო პასიურობას.