ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებს სხვადასხვა საგნებში სპეციალისტები ესაჭიროებათ.
teacherjobs.ge ვებ-გვერდზე განთავსებულია შემდეგი განცხადებები:
სოფელ კორხში საჭიროა ეროვნული უმცირესობების ენის (სომხური) IX კლასის მასწავლებელი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 14 იანვარი.
სოფელ იხტილაში საჭიროა XI კლასის ეროვნული უმცირესობების ენის (სომხური) და გეოგრაფიის მასწავლებლები, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 14 იანვარი.
სოფელ ბალხოში საჭიროა ფიზიკის მასწავლებელი VIII და IX კლასისთვის, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 13 იანვარი;
სოფელი კოჩიოში საჭიროა X, IX კლასებისთვის ისტორიის მასწავლებელი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 14 იანვარი.
სოფელ აზავრეთის სკოლას ესაჭიროება XII კლასის მათემატიკის და XI კლასის გეოგრაფიის მასწავლებელი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 12 იანვარი.
სოფელ ზაკვის სკოლას ესაჭიროება VII, VIII, IX, X კლასებისთვის ფიზიკის, IX, XII კლასებისთვის მათემატიკის და VIII, IX, X, XII კლასებისთვის ქიმიის მასწავლებლები. განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 12 იანვარი.
სოფელ პატარა სამსარში IV კლასის ეროვნული უმცირესობების (სომხური) ენის მასწავლებელია საჭირო, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 14 იანვარი.
სოფელ მარტუნში საჭიროა ეროვნული უმცირესობების ენის (სომხური), მათემატიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლები VI კლასისთვის, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 12 იანვარი.
სოფელ ალასტანში საჭიროა მე-5 კლასში „ჩვენი საქართველო“ საგნის მასწავლებელი და მე-7 კლასის ისტორიის მასწავლებელი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 12 იანვარი.
სოფელ ბეჟანოში საჭიროა VIII კლასში „სამოქალაქო განათლების“ საგნის მასწავლებელი, ხოლო III, IV კლასებისთვის „მე და საზოგადოება“ საგანის მასწავლებელი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 11 იანვარი.
სოფელ სულდაში საჭიროა VII, VIII, IX, X, XI კლასების ფიზიკის მასწავლებელი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 17 იანვარი.
სოფელ არაგვაში საჭიროა II, IV, VI კლასის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი, განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 12 იანვარი.
ზემოაღნიშნული განცხადებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ teacherjobs.ge ვებ-გვერდზე.
ფენია თოროსიან