ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში 27 დეკემბერს 2022-2023 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება სკოლის დირექტორის ანაჰიტ აბგარიანის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. მან მადლობა გადაუხადა მედალოსნებს, მოქმედ სტუდენტებს აკადემიური მიღწევებისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვა უნივერსიტეტში.

მედალი 11 მოსწავლემ მიიღო, მათგან 10 ოქროს, 1 ვერცხლის.

medal2

მედალოსანებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს, კლასის დამრიგებელს, პირველ მასწავლებელს და მშობლებს რთულ მომენტებში გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის.

medal1

სამადლობელო სიტყვითა და კეთილი სურვილებით მედალოსნებს მიმდინარე სასწავლო წლის მედლების კანდიდატებმაც ისაუბრეს.

mmedal