
Jnews-ი წარმოგიდგენთ მასალას ფსიქოლოგის დღიურიდან, რომელმაც ახალქალაქში მამაკაცების ქალების მიმართ და პირიქით პატარა გამოკვლევა გააკეთა, ასევე იმის შესახებ, თუ როგორია იდეალური მამაკაცი ახალქალაქელი გოგონებისთვის, და როგორი იდეალური გოგონა მამაკაცებისთვის.
28 წლის შემდეგ, როცა სამშობლოში დავბრუნდი, მოწიწებით და აღელვებით ველოდი კარგ ცვლილებებს ჩემს საყვარელ ქალაქ ახალქალაქში.
წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც 2024 წელს შევხვდი პრიმიტიულობას და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას, მამაკაცების დამოკიდებულებას ქალების მიმართ. თითქოსდა, ჩემი მშვენიერი ხალხი უნდა განვითარებულიყო და პროგრესი უნდა ყოფილიყო. დიახ, სადღაც საყოფაცხოვრებო საკითხებში, ეს ასეც არის, მაგრამ ზუსტად ქალების პატივისცემის თემა უკეთესის მოლოდინს გვიტოვებს.
ქალაქ ახალქალაქში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრებისას ყოველ დღე ერთი და იმავე პრობლემას ვხედავ: ქალი მომსახურე პერსონალია, რომელსაც ხმის ამოღების და არჩევანის უფლება მუდამ არ აქვს. ქალაქი მთლიანად მამაკაცებისაა.
გოგონებს ბავშვობიდან ასწავლიან მორჩილებას, რომ ყველა მამაკაცი მართალია, ის არის მთავარი, და ამის გაპროტესტება არ არის მიღებული. გოგონები ამ აზრით იზრდებიან. თაობიდან თაობამდე, ერთი ოჯახიდან შემდეგში.
სხვადასხვა ასაკის მდედრობით სქესთან საუბრისას ამჩნევ, რომ ყველას პრაქტიკულად ერთი დამოკიდებულება აქვს: მამაკაცია მთავარი, ხოლო შენ მოუხმინე და გააკეთე ის, რასაც მამაკაცი გეუბნება. და ეს ყველასთვის ნორმაა.
მამაკაცებისთვის აქ თითქმის ყველაფერია ნებადართული, ხოლო გოგონებისთვის უბრალო სეირნობაც კი დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ამ უსამართლობის შემყურე, მუდმივად უმწეობისა და აღშფოთების გრძნობა მეუფლება.
როდესაც ადგილობრივი ახალგაზრდების მამრობით სქესს ეკითხები: როგორია იდეალური ქალი?
ამასთანავე ყველა გამოკითხული ცხოვრების სოციალურად აქტიურ ცხოვრების წესს ეწევა, ეს მათთვის ნორმალურია.
რაღაც შეუსაბამობაა, ხო მართალია?
ასევე გოგონებს ვკითხე: როგორია იდეალური მამაკაცი?
ჩემთვის ეს სევდიანი სურათია.
ამ თემაზე ახალგაზრდების მეტი გონივრული აზრები მინდა ვნახო, მაგრამ გვაქვს ის რაც გვაქვს.
გოგონების აღზრდისას დაიმახსოვრეთ: პირველ რიგში, მათ უნდა უყვარდეთ და პატივი უნდა სცენ საკუთარ თავს.
ბიჭების აღზრდისას დაიმახსოვრეთ: მთელი ცხოვრება ბავშვები ვერ იქნებიან, მამაკაცები უნდა გახდნენ.
ვიმედოვნებ, რომ მომავალ თაობას სწორი პრიორიტეტები ექნება, და უფრო მეტი სწორი ღირებულებების მატარებელი იქნება და უფრო გონივრულად იმოქმედებს.
სიუზანნა ნორვანდიან