3 დეკემბერს, გამთენიისას, დილის 4 საათზე, თბილისში, რუსთაველოს გამზირზე კვლავ გრძელდებოდა აქცია, მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ვითარება იძაბებოდა. პოლიციამ აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად დააკავა და აქციის დასაშლელად მხუთავი გაზი გამოიყენა, თუმცა მოქალაქეები არ ტოვებენ რუსთაველის გამზირს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ფიზიოლოგიური ხსნარი და ერთმანეთს პირველადი დახმარება გაუწიეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აგებენ ბარიკადებს, პერიოდულად ისვრიან ფეიერვერკებს სპეცრაზმის მისამართით.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და ჭავჭავაძის გამზირზე გადავიდნენ. თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიკადები მოაწყვეს და გადაკეტეს გზა. გამოყენებული იქნა წყლის ჭავლი და მოხდა ცეცხლის ჩაქრობა. დილას 8 საათისთვის თსუ-ის პირველ კორპუსთან მყოფმა აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საპოლიციო ძალების გამოჩენისთანავე დატოვეს.