HEKS-EPER Georgia-ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრული მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების პლატფორმამ ახალქალაქში, ზრდასრულთა განათლების ცენტრში ახალგაზრდების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და განათლების სფეროს ექსპერტების მონაწილეობით შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა ჯავახეთში დაბრუნებული ახალგაზრდების პრობლემები და თვითრეალიზაციის გზები იყო.

ახალგაზრდებმა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიდან, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტი დაამთავრეს და დაბრუნდნენ ახალქალაქში, ასევე ახალგაზრდებმა, რომლებიც სწავლობენ ან ამთავრებენ სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებს, ახალქალაქის რუსული სკოლის კურსდამთავრებულებმა პლატფორმისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განათლების სფეროში არსებული პრობლემები, მათ შორის სახელმწიფო ენის შესწავლის სირთულეები და სამსახურში სახელმწიფო ენის ცოდნის საჭიროება, ასევე „1+4“ პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს, რომელიც საგანმანათლებლო სისტემაში სპეციალურად საქართველოს ეთნიკური უმცირესობებისთბის დაინერგა.

შეხვედრის ყველაზე საინტერესო მომენტები შეგიძლიათ ვიდეოპროგრამაში ნახოთ.