26 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის პროკურატურაში მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და მოსახლეობის მოსყიდვის საქმეზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვნული საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეპანიანმა მისცა ჩვენება.

არნოლდ სტეპანიანის თქმით, ეს არის, ერთი მხრივ, მცდელობა, აჩვენოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მიმდინარეობს დარღვევების გამოძიება, მეორე მხრივ, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის ხერხი, მათი წარმომადგენლების ჩვენებების შეცვლით, რომელიც შეიძლება გადაკვალიფიცირდეს მოწმეებიდან ბრალდებულებად. მისივე თქმით, ის სამცხე-ჯავახეთის პროკურატურაში ორ თემაზე – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე ჩვენების მისაცემად დაიბარეს. საქმე იმ ინტერვიუს საფუძველზე აღიძრა, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულა“ და „მთავარი“ გავიდა.

„გამოვიყენებთ შესაძლებლობას და, გარდა იმ ორი მიმართულებისა, რაც ინტერვიუს დროს იყო განხილული, დამატებით მასალას შემოგთავაზებთ სხვა სფეროებზე, სადაც დაფიქსირდა დარღვევები. და არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, არამედ ხუთივე რეგიონში, სადაც ვაკვირდებოდით. ჩემი ჩვენების დროს ვუთხარი, რომ უახლოეს დღეებში წერილობით გავუგზავნით ყველა ამ ფაქტს ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებთან ერთად“, – ამბობს არნოლდ სტეპანიანი.
შეგახსენებთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვნული საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეპანიანმა, როგორც არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ რამდენიმე ინტერვიუ მისცა, მათ შორის ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრს – Jnews.ge-ს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პროკურატურამ, სტეპანიანის თქმით, საქმე მის მიერ მიცემულ ინტერვიუებზე დაყრდნობით დაიწყო, კონკრეტულად კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საქმეზე.