23 ნოემბერს, თბილისში, “Gamma” ტურნირის ფარგლებში, ნაირ მელიქიანსა და არჩილ შავიძეს შორის ღია მუშტებით ბრძოლა გაიმართა. მელიქიანმა მეტოქესთან უპირატესობა მოიპოვა და ბრძოლას მთავარი პრიზისთვის გააგრძელებს.

ნაირ მელიქიანი 73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მელიქიანი გამარჯვებას დედას უძღვნის და მადლობას უხდის ტრენერებს.

მისი ტრენერები არმენ გრიგორიანი და ვანო ვარდევანიანი არიაჯნ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ “Gamma” ტურნირის ფარგლებში 4 ბრძოლა გაიმართება, რომლის შედეგების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებულები. ყოველთვიურად თითო ბრძოლა გაიმართება.