ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ბირჟაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და ერთი მონეტის ღირებულებამ 81 ათას დოლარს მიაღწია. ეს კი აღნიშნული კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, (თბილისის დროით 11:30 საათისთვის) ერთი ბიტკოინი 80 904 დოლარია, რაც 7-დღიან ინტერვალში 17.4%-იანი ზრდაა. ამასთან, აღნიშნული კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 1.603 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

რა ღირს და როგორ შეიცვალა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტების ღირებულება ერთკვირიან ინტვერვალში:
ბიტკოინი – 80 904 დოლარი – ზრდა 17.4% (კაპიტალიზაცია – 1.6 ტრილიონი დოლარი)
ეთერიუმი – 3.136 დოლარი – ზრდა 26.8% (კაპიტალიზაცია – 377.4 მლრდ დოლარი)
BNB (ბაინანსი) – 614 დოლარი – ზრდა 9.7% (კაპიტალიზაცია – 88.5 მლრდ დოლარი)
სოლანა – 206.8 დოლარი – ზრდა 27.6% (კაპიტალიზაცია – 97.6 მლრდ დოლარი)
ლიტკოინი – 75.2 დოლარი – ზრდა 12.8% (კაპიტალიზაცია – 5.6 მლრდ დოლარი)
ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასის ზრდა, დონალდ ტრამპის დაპირებებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი პირობას დებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ციფრული ვალუტებისთვის დღეს არსებული რეგულაციებს გაამარტივებდა.