სამცხე-ჯავახეთში 2024 წლის მესამე კვარტალში 228 ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა, რაც მეორე კვარტალთან შედარებით 66-ით მეტია, და 954-ით მეტი პირველ კვარტალთან შედარებით . მართვის მოწმობის მიმღებ პირთა ასაკობრივი დიაპაზონი 16-დან 54-წლამდე მერყეობს.
მართვის მოწმობა სულ 170 მამაკაცმა და 57 ქალმა აიღო. ერთმა ადამიანმა არ მიუთითა მოქალაქეობა და სქესი. ყველაზე მეტი „მართვის უფლება“ 17 წლის ბიჭებმა აიღეს.
ამგვარად, წარმოგიდგენთ მართვის მოწმობის მიმღებ პირთა რაოდენობას ასაკისა და სქესის შესაბამისად:
16 წლის: მამაკაცი -1, ქალი – 0,
17 წლის: მამაკაცი – 53, ქალი – 3,
18 წლის: მამაკაცი – 27, ქალი – 6,
19 წლის: მამაკაცი – 7, ქალი – 0,
20 წლის: მამაკაცი – 11, ქალი – 5,
21 წლის: მამაკაცი – 7, ქალი – 3, ერთი მოქალაქე ეგვიპტეს მოქალაქე იყო.
22 წლის: მამაკაცი – 4, ქალი – 2,
23 წლის: მამაკაცი – 4, ქალი – 2,
24 წლის: მამაკაცი – 6, ქალი – 5,
25 წლის: მამაკაცი – 6, ქალი – 8,
26 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 1,
27 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 1,
28 წლის: მამაკაცი – 3, ქალი – 0,
29 წლის: მამაკაცი – 2, ქალი – 0,
30 წლის: მამაკაცი – 2, ქალი – 3,
31 წლის: მამაკაცი – 3, ქალი – 1,
32 წლის: მამაკაცი – 3, ქალი – 1,
33 წლის: მამაკაცი – 2, ქალი – 0,
34 წლის: მამაკაცი – 2, ქალი – 2,
35 წლის: მამაკაცი – 3, ქალი – 4,
36 წლის: მამაკაცი – 2, ქალი – 1,
37 წლის: მამაკაცი – 6, ქალი – 1, 1 ადამიანმა მოქალაქეობა და სქესი არ მიუთითა.
38 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 2,
39 წლის: მამაკაცი – 2, ქალი – 1,
40 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 0,
41 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 2
42 წლის: მამაკაცი – 4, ქალი – 2,
43 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 0,
45 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 0,
46 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 0,
48 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 0,
51 წლის: მამაკაცი – 1, ქალი – 0,
54 წლის: მამაკაცი – 0, ქალი – 1.
მიუხედავად იმ გარემოებებისა, რომ ამ კვარტალში რეგიონში მართვის მოწმობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ძველებურად უჩივის, რომ „რეალურ პირობებში ტარების“ პრაქტიკული გამოცდის დამატების შემდეგ, მათ გამოცდაზე გამოგონილი დარღვევების გამო უსამართლოდ ჭრიან.
ახალქალაქის მოსახლეობის უმეტესობა გამოცდის ჩაბარებამდე 7-8 მცდელობას აკეთებს, ახალციხეში, რუსთავში და სხვა ქალაქებში. ბევრი ადამიანი რამდენიმე მცდელობის შემდეგ ღებულობს, არიან ისეთებიც, ვინც იღლება და სხვა ქვეყნებში ღებულობს.