ჯანდაცის სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობაზე ახალქალაქის 4 სასტუმრო შეამოწმა. მოწმდება ის სასტუმროები, რომლებმაც სამუშაოს განახლების ნებართვის განაცხადი შეავსეს.
გუშინ კომისიამ ერთი სასტუმრო შეამოწმა, დღეს შემოწმდა სამი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლის ბადრი უგულავას თქმით, რესტორნის გახსნისათვის ნებართვა აუცილებელი არ არის, მაგრამ სასტუმროებმა უნდა გაიარონ შემოწმება იქამდე, ვიდრე მუშაობას განაახლებენ.
სამუშაოს განახლებისათვის ნებართვის მისაღებად სასტუმროებმა ჯანდაცვის სამინისტოს შესაბამისი კომისიის მხრიდან შემოწმება უნდა გაიარონ. ხოლო იმისათვის, რომ შემოწმება გაიარონ, თითოეული მფლობელი უნდა დარეგისტრირდეს და განაცხადი შეავსოს სამინისტროს გვერდზე.
კომისიამ დაწვრილებით დაათვალიერა სასტუმროებსა და სასტუმრო კომპლექსებში შემქნილი პირობები და რეკომენდაციები გასცა, თუ რა უნდა დაემატოს დაცვის მიზნით, რათა სტანდარტებს შეესაბამოს და მუშაობა განაახლოს. თითოეულ შემთხვევაში უსაფრთხოების კონკრეტული ზომები აღინიშნა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით 8 ივნისიდან დახურული ტიპის რესტორნების, კაფეების და ბარების მუშაობის განახლება გადაწყდა, ასევე ნებადართულია სასტუმროების მუშაობა. თუმცა, სასტუმროებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი კომისიის მხრიდან აუცილებლად სჭირდება ნებართვა. რესტორნებმა ვადამდელი ნებართვა არ უნდა მიიღონ, თუმცა უნდა შეესაბამებოდნენ უსაფრთხოების პირობებს, რომლებიც რეკომენდაციებშია განხილული.
საერთო რეკომენდაციები, რომლებიც საზოგადოებრივ კვებას ეხება
რესტორნებმა დარბაზებში სოციალური დისტანციის დაცვაზე უნდა იზრუნონ, რომ სუფრასთან მაქსიმუმ ექვსი ადამიანი იჯდეს, ხოლო მომსახურე პერსონალმა მკაცრად უნდა გაითვალისწინოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ბარებისა და რესტორნებისათვის დირექტივები უკვე შემუშავებულია.
ახალქალაქში, სასტუმროების მფლობელებს მუშაობის განახლებაზე განაცხადი არ შეუვსიათ
ახალქალაქში მომხმარებლებისთვის რესტორნები დღეს არ გაიხსნა