საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით საცალო ქსელებში სურსათის მარაგის მონიტორინგს ახორციელებს. შემოწმება ახალქალაქშიც ჩატარდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მონიტორინგი სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა სამსახურმა განახორციელა.
“ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაკონტროლოთ კვების პროდუქტები. ახლა მსგავსი ღონისძიებები იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით, შეამოწმეს ახალქალაქშიც, დარღვევა არ ყოფილა და ყველაფერი კარგადაა”, – იტყობინებიან რეგიონულ სამსახურში.
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში საკვების დეფიციტი არ არის მოსალოდნელი.