დღეს, 13 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამცხე-ჯავახეთში ახალი კორონავირუსის 1104 შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორც JNEWS-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ აცნობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დამტკიცდა, რომელთაგან 8- ასპინძაში, 12- ადიგენში, 35- ახალციხეში, 12- ბორჯომში, 1- ახალქალაქში და 2- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დადგინდა.
დღეის მდგომარეობით მთელ რეგიონში თვითიზოლირებულია 1254 ადამიანი. 490- ახალციხეში, 125- ბორჯომში, 204- ადიგენში, 149- ასპინძაში, 103- ახალქალაქში და 78- ნინოწმინდაში.
საკარანტინე ზონაში 300 ადამიანია, მათგან 79 ახალციხეში და 221 ადამიანი ბაკურიანში. აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დამტკიცებული.
დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 81 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 178 შეადგენს, გარდაიცვალა 8 ადამიანი.