დღეს, 18 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4296 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 322 ახალქალაქში და 142 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 – ახალციხეში
0 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
1 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 290 ადამიანი იზოლირებულია:
ახალციხე – 95
ახალქალაქი – 14
ბორჯომი – 122
ნინოწმინდა – 1
ასპინძა – 23
ადიგენი – 35
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში არავინ იმყოფება, კოვიდ სასტუმროში 2 პაციენტია, ხოლო კოვიდ კლინიკაში რჩება 77 პაციენტი.
საერთო ჯამში, რეგიონში 3 910 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 23 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. კვლევაში რჩება 5 ნიმუში.