საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით დღევანდელი დღიდან ნებადართულია ყველა რესტორნის, კაფეს და ბარის მუშაობა. თუმცა, ახალქალაქში ჯერჯერობით გახსნისათვის მზადება მიმდინარეობს და მომხმარებლებს ჯერ არ ღებულობენ.
დახურული ტიპის რესტორნების, კაფეების და ბარების მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო თითქმის სამი თვე დაკეტილი იყო, დღეიდან მათი მუშაობა არის ნებადართული. დღეს დილით Jnews-ი ახალქალაქის 6 რესტორანსა და კაფეს ესტუმრა, თუმცა არცერთ მათგანს მუშაობა არ განუახლებია.
რესტორნების ზოგიერთი მფლობელი ობიექტებს არემონტებს, ხოლო ზოგი ასუფთავებს, რათა მუშაობა უახლოეს მომავალში განაახლოს. ზოგიოერთი გახსნისათვის ემზადება, შეუკვეთეს შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარები და თერმოქსრინინგის მოწყობილობა.
რესტორნებმა დარბაზებში სოციალური დისტანციის დაცვაზე უნდა იზრუნონ, რომ სუფრასთან მაქსიმუმ ექვსი ადამიანი იჯდეს, ხოლო მომსახურე პერსონალმა მკაცრად უნდა გაითვალისწინოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ბარებისა და რესტორნებისათვის დირექტივები უკვე შემუშავებულია.
საერთო რეკომენდაციები, საზოგადოებრივი კვების შესახებ
ახალქალაქის ზოგიერთი რესტორანი, რომელიც შეკვეთილ ნივთებს ელოდება, საკუთარი დაწესებულებების გახსნას 15 ივნისს გეგმავს, ხოლო ვინც ჯერჯერობით არემონტებენ დაწესებულებას ზუსტ რიცხვებს არ ასახელებენ.