ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 12 ოქტომბერს U23 კრივში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც ახალქალაქელი სპორტსმენი გორ აივაზიანიც მონაწილეობს. მან უკვე 2 გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.
გორ აივაზიანი 57 კგ წონით კატეგორიაში იბრძვის. გორს პირველი ბრძოლა ბულგარელ ნიკოლაი მარინოვთან ჰქონდა, მეორე კი უკრაინელ სპორტსმენ დენის რაზდოლსკისთან.
16 ოქტომბერს გორის მესამე მატჩი გაიმართება, რომელშიც ის ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში (22 წლამდე) 12-დან 20 ოქტომბრამდე სოფიაში, ქალაქ ბოლაგიაში გაიმართება.