რომელი პროდუქტები გაიაფდა სექტემბერში ყველაზე მეტად

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა.

ხოლო საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 0.8%.

სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ფასები შემცირებულია სიმინდის ფქვილზე, წიწიბურასა და კარტოფილზე.

უფრო კონკრეტულად, ტოპ-10 გაიაფებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • სიმინდის ფქვილი – 17.7%
  • წიწიბურა – 15%
  • კარტოფილი – 14%
  • ყურძენი – 14%
  • ატამი – 8,1%
  • მარგარინი – 6.3%
  • ბადრიჯანი -6.2%
  • ხახვი – 6.2%
  • იმერული ყველი – 6%
  • პელმენი (ნახევარფაბრიკატი) – 5.5%