ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღებისას ფერმერები რიგ პრობლებას აწყდებიან, როგორც ფინანსურს, ასევე ლოგისტიკურს.
სამუშაო ძალის ნაკლებობა, ცუდი ამინდის შიში და საკუთარი მოსავლის დროული შეგროვება ფერმერებს აიძულებს იჩქარონ. თუმცა, მოსავლის აღების პიკის დროს საჭირო სამუშაო ძალის შეგროვება ძნელია, რაც პირდაპირ აისახება სამუშაო ძალის ანაზღაურებაზე. ფერმერები მთელი ძალით ცდილობენ იპოვონ საკმარისი „სამუშაო ხელები“ მოსავლის დროულად შესაგროვებლად, რითაც უფრო ძვირიან სამუშაო ძალაზე დამოკიდებულებას ზრდიან.
ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ფერმერი აღნიშნავს, რომ მოსავლის აღებისას მუშებს დღეში 50-60 ლარს უხდიდა, ახლა კი 60-70 ლარის გადახდა უწევს. ის ასევე ამატებს, რომ სასუქებზე, პესტიციდებსა და საწვავზე ფასების ზრდამ კარტოფილის თვითღირებულების გაძვირება გამოიწვია.
ახალქალაქში კარტოფილის დროული და მომგებიანი რეალიზაციაც პრობლემას წარმოადგენს.
როგორც წინა წლებში, ადგილობრივი წარმოების ფასზე განმსაზღვრელ მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული კარტოფილი ახდენს გავლენას. ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის ხელსაყრელ ფასებში გაყიდვის საშუალება არ აქვთ.
თუ, მაგალითად, ათი დღის წინ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ერთი კილოგრამი კარტოფილი 60-70 თეთრად იყიდებოდა, ახლა ფასები 45-55 თეთრს შორის მერყეობს.
წელს ახალქალაქში კარტოფილის მოსავალი უპრეცედენტოდ მაღალია