„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანალოგიური ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა 3 ოქტომბერსაც გაავრცელა. მაშინ თურქეთში გაბრუნებას 25 ტონა კარტოფილი დაექვემდებარა