სოფლის მეურნეობის სამინისტრო გადამამუშავებელი საწარმოებისა და საწყობების თანადაფინანსების ახალ პროექტს აცხადებს. განაცხადები 3-დან 15 აპრილის 23:59 საათამდე მიიღება.

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლია ბმულზე იხილოთ.

პროგრამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ამოქმედდა.

იგი ორ კომპონენტს მოიცავს.

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი მიმართულია:

 მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნაზე;

 ენერგოეფექტური ღუმელების ახალი წარმოების შექმნასა ან არსებული ენერგოეფექტური ღუმელების გაფართოება/მოდერნიზაციაზე,

 გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიულ დივერსიფიკაციაზე,

 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესებაზე;

 კვების ბაზის განვითარებაზე,

 სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდაზე.

გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დაფინანსდება, გარდა შემდეგი თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი.

ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოების შექმნა/მოდერნიზაცია/გაფართოება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში დაფინანსდება.

სასაწყობო საწარმოების თანადაფინანსება შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

 პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის სტანდარტიზაციის სტიმულირება

 მრავალწლიან და ერთწლიან კულტურებში თვითკმარობის დონის გაზრდა

 ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა

 ფერმერებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას მოსავლის შენახვის გაადვილება

 შენახვის ინფრასტრუქტურის სტანდარტიზაციის სტიმულირება

მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ.

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა წარმოდგენილი პროექტის ჯამური ოდენობით განისაზღვრება, რომელიც მთლიანი ღირებულების 40%-ს და 500 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.