ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის რეალიზება მთავარი პრობლემად იქცა არა მხოლოდ ფერმერებისთვის, არამედ ადგილობრივი ხელისუფლებებისთვისაც. მალე საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყება, კარტოფილის შარშანდელი მოსავალი კი, არ არის რეალიზებული.
კარტოფილის მოსავლის ძირითადი ნაწილი მუნიციპალიტეტში არ გაყიდულა. გასულ წლებში ამ დროს კარტოფილი, მხოლოდ მუნიციპალიტეტის შორეულ სოფლებში რჩებოდა, ხოლო წელს ქალაქის ახლომდებარე სოფლებშიც კი, როგორიცაა ჩამდურა, დილისკა, კარტიკამი, ასევე არის დარჩენილი კარტოფილი. მოსახლეობას
ჯავახეთის მოსახლეობამ პანდემიისა და დაკეტილი საზღვრების გამო სამუშაოდ წასვლა ვერ მოახერხა. საბოლოოდ ხალხმა უფრო მეტი მიწის დამუშავება დაიწყო და ჯავახეთში უფრო მეტი მოსავალი მიიღეს, ვიდრე წინა წლებში.
სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი და დეპუტატები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის მთავარ სპეციალისტს, რამაზ გოგოლაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის შედეგი იყო წერილი, რომელიც საკრებულომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუგზავნა, რათა ისინი ფერმერებს თავიანთი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარონ.
«გავიგეთ, რომ 13 ექსპორტიორი სახელმწიფო დახმარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტით არის დაკავებული და ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივწერეთ წერილი, რათა სამინისტროს ექსპერტებმა რეალიზაციის პრობლემაზე იმუშაონ და ხელი შეუწყონ ჩვენი კარტოფილის გაყიდვას, რადგან ახალი მოსავლის დათესვა 30-40 დღეში დაიწყება. პანდემიამ ჩვენი ფერმერები ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და ამასთანავე რეალიზაციის პრობლემაა. ან სულ მცირე ჩვენს ფერმერებს მისცენ დოტაცია, როგორც სხვებს აძლევენ», – ამბობს ნაირი ირიციანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს 11 000 ჰა მიწაა დამუშავებული, მიღებულია 218 175 ტ კარტოფილი.
ფერმერებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში რეალიზებული არ არის დაახლოებით 30 000 ტონა საჭმელი კარტოფილი და დაახლოებით 18000 ტონა წვრილი, სათესლე კარტოფილი. რეალიზებასთან ერთად, ფერმერების წინააღმდეგ მუშაობს ფასიც. კარტოფილის დიდი შესყიდვები 25-37 თეთრად ხორციელდება, ხოლო კილოგრამის საბაზრო ფასია 40-50 თეთრია დიდი კარტოფილი, 25 თეთრი წვრილი კარტოფილი.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ახალქალაქისა და ნინოწმინდადან სამველ მანუკიანმა Jnews-თან საუბრისას თქვა, რომ მან იცის, რომ რეალიზებასთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს.
«ხალხი მოვიდეს და ნახოს, რა წინადადებები აქვთ, ჩვენ შევთანხმდით მათთან შეხვედრაზე, მაგრამ ისინი ჯერ არ მოსულან, მოვიდნენ, ვისაუბროთ, რა რაოდენობაზეა საუბარი», – თქვა პარლამენტის დეპუტატმა სამველ მანუკიანმა.
ახალქალაქის ბიზნესცენტრის დირექტორი, მახარე მაცუკატოვი თვლის, რომ შექმნილ ვითარებაში დამნაშავეა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე თავად ფერმერები.
«სამინისტროა დამნაშავე იმაში, რომ დღემდე არ არის შექმნილი რეალიზაციის სისტემა, სტრატეგია, საკუთარი ინფრასტრუქტურით და მარაგის მმართველობით, ამიტომ ქაოსი გამოდის. ბაზარზე სისტემატიზირებული მიდგომა არ არის. ამაში დამნაშავეა სამინისტრო, რომელმაც საზღვარგარეთ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები. მათ ბაზრები, უნდა ეძებონ. მაგალითად, მე ვიცი, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში კარტოფილის დეფიციტია, ამას სამინისტრომ უნდა გაუკეთოს ორგანიზება, ამას ფერმერი ვერ გააკეთებს. ხოლო ფერმერები დამნაშავე არიან, რადგან სტაბილურ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფენ», – ამბობს მახარე მაცუკატოვი.