2021 წლიდან 2023 წლამდე „განახლებული მუნიციპალიტეტების“ ფარგლებში ახალქალაქის ცენტრში რეაბილიტაცია ჩატარდა, შესაძლოა, ახალქალაქის ცენტრში 200-300 მეტრიანი გზის კიდეები ერთი შეხედვით გალამაზდა,მაგრამ თუ საკუთარი თვალით კარგად დააკვირდებით შესრულებულ სამუშაოს, შეამჩნევთ ხარვეზებს.
2021 წელი. ახალქალაქის კულტურის სახლის ფასადზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ჩანდა, თუ როგორი იქნებოდა ქალაქის ცენტრალური ნაწილი რეაბილიტაციის შემდეგ.
„განახლებული მუნიციპალიტეტების“ პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქში, მესროპ მაშტოცის მოედნის მიმდებარედ შენობების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაციის გეგმაში კულტურის სახლის ფასადიც შედიოდა, მაგრამ ეს სამუშაოები 2022 წლამდე გადაიდო, რის შედეგადაც ფასადის რემონტი არ გაკეთებულა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ახალქალაქში რეგიონისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, ცენტრალური ქუჩისა და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებას განსახილველად სკვერის რეაბილიტაციის 4 ვარიანტი წარუდგინა, მათგან ორი მოედნიდან ძეგლის მერიის წინ მდებარე სკვერში გადატანას ითვალისწინებდა, ხოლო დანარჩენი ორი ითვალისწინებდა წრიული მოძრაობის შექმნას, ამასთამავე მათგან ერთ-ერთი ცენტრში ძეგლით წრიული მოძრაობით, მეორე კი ძეგლით იმ ადგილას, სადაც ის იმყოფება. ყველაფერი ისე დატოვეს, როგორც არის.
ახალქალაქის ცენტრში შენობების ფასადების რემონტი „პოტიომკინის სოფლების” ისტორიას მოგვაგონებს. ჩვენ ვსაუბრობთ ბუტაფორიულ სოფლებზე, რომლებიც აშენდა პრინცი პოტიომკინის ბრძანებით ეკატერინე II-ის მარშრუტის გასწვრივ 1787 წელს მისი მოგზაურობის დროს ჩრდილოეთ შავი ზღვის რეგიონში – თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე. ახალქალაქური ინტერპრეტაციით ეს ფასადის დათბობას და რეაბილიტაციას ნიშნავს, მაგრამ ეზოს ნაწილი, რომელიც ცენტრალური თავისუფლების ქუჩიდან არ ჩანს, არ გარემონტებულა. შესაბამისად, დანგრეული აივნები ჩამტვრეული ფანჯრის მინებითა და დახურული ჟანგიანი კარებით „მხედველობის მიღმა“ დარჩა. მოსახლეობის თქმით, ხელოვნური ყვავილები, რომლითაც ფასადები „გაალამაზეს“, ქარმა წაიღო და ჩიტებმა ფასადზე ბუდე აიშენეს.
მოსახლეობა აივანზე მიუთითებს, რომელიც საშინლად გამოიყურება, არმატურა ჩანს. როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა თქვა, როდისმე ეს აივნები კარტებიანი სახლივით ჩამოინგრევა.
მაგრამ ცენტრალური ქუჩიდანაც კი ყველაფერი საუკეთესოდ არ გამოიყურება, ბევრი დაუმთავრებელი სამუშაოა.
მთავარი ქუჩის ბევრ უბანზე დაგებული ფილები უკვე ჩამოცვივდა ან დამუშავების პროცესშია, მოსახლეობა იქ სიგარეტის ნამწვს აგდებს.
ამ რეაბილიტაციაში ასევე კურიოზული მომენტებია შესამჩნევი, როგორიცაა აივანი ფანჯრის ქვეშ, ან კიბე შესასვლელის გარეშე.
დაკიდული შინდისფერი ქოლგები პირველივე წვიმის შემდეგ გაიცვითა. ფასადების დიოდური განათება ნაწილობრივ აღარ მუშაობს.
ცენტრში მდებარე შენობების წინ არც ქვაფენილია და არც ასფალტი.
ფაჯრები ან დაუსრულებელია ან უკვე დაჟანგებული.
ფეხებქვეშ გაუგებარი კაბელები გადის. ქალაქი ზამთრის შემდეგ მტვერშია ჩაფლული. ალერგიის მქონეთათვის ეს „საუკეთესო“ დროა.
ყველგან ყრია სამშენებლო ნაგავი
ცენტრალურ ქუჩაზე ხეები მოიჭრა, დაპირებების მიუხედავად, რომ 2023 წელს დარგავდნენ, ახლები არ დაირგო. დარგეს ბუჩქები, რომელთაგან ცოტა გადაურჩა ახალქალაქის მკაცრ ზამთარს.
ახალქალაქის მერიაში Jnews-ს აცნობეს, რომ პროექტი დასრულებულია, თუმცა საგარანტიო ვადა მოქმედებს. ამისდამიუხედავად, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, მიღებულია თუ არა სამუშაოები საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.