ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ახალქალაქში სათამაშო ბიზნესის ტარიფები გაუგზავნა.
ახალქალაქში კაზინოს მფლობელებმა ყოველ სათამაშო მაგიდაზე კვარტალური გადასახადი 30 000 ლარი უნდა გადაიხადონ. ხოლო თითოეულ სათამაშო ავტომატზე – 2000 ლარის ოდენობით.
ყოველი „გამამხნევებელი“ გათამაშებიდან სათამაშო ბიზნესის მფლობელებმა საპრიზო ფონდის 10% უნდა გადაიხადონ. თამაში სისტემა-ელექტრონული ფორმით კვარტალში 27 5000 ლარი. ყოველი ლატარიიდან გაყიდული ბილეთებისა და საპრიზო ფონდის სხვაობის 10%.
იმ კაზინოებმა, სადაც სათამაშო აპარატებია, თითოეულ აპარატზე 10 000 ლარის გადასახადი უნდა გადაიხადონ. სათამაშო კლუბმა თითოეულ სათამაშო მაგიდაზე უნდა გადაიხადოს 7000 ლარი.
საქართველოში აზარტული თამაშების დაწესებულებებს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ორგანო – შემოსავლების სამსახური არეგულირებს. მისი ამოცანები მოიცავს ლიცენზიების გაცემას და გადასახადების აკრეფას.
ამას დავამატებთ, რომ სათამაშო ბიზნესის შემოსავლებიდან გადასახადები, როგორც ახალქალაქში, ასევე სხვა რეგიონებში, ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხება.
ეს ტარიფები 2017 წელსაც დამტკიცდა, წელს იყო მცირე ცვლილებები.