27 დეკემბერს ახალქალაქში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

27 დეკემბერს ახალქალაქში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

27 დეკემბერს ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო შოუ გაიმართება. ხოლო დღის საათებში,  ბავშვებს სიურპრიზებს ჰპირდებიან.

ახალქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამით, საახალწლო შოუ 27 დეკემბერს 14:00 საათზე დაიწყება. შოუს არამ ჯავარჯიანი წაუძღვება.

14:00-დან 17:00 საათამდე ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება შოუ საახალწლო და მულტფილმის გმირების მონაწილეობით. ბავშვებს სხვა საინტერესო სიურპრიზები და საჩუქრები ელით.

პროგრამის საკონცერტო ნაწილი 15:00 საათზე დაიწყება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი ყველას მომავალ წელს მიულოცავენ. გამოვლენ ადგილობრივი ანსამბლები. ცეცხლოვანი შოუ 17:00 საათზეა დაგეგმილი.

სალომე ბაკურაძე და ბენდი საკონცერტო ნომრებით წარდგებიან.

გრანდიოზული შოუ 18:30 საათზეა დაგეგმილი.

ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა ბაზრობა, სადაც სტუმრებს უფასოდ მიართმევენ ტკბილეულს, სასმელს და გლინტვეინს.

მერია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საახალწლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე