ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის თესვა მიმდინარეობს, ქალაქის ახლოს მდებარე სოფლებში უკვე დასრულდა თესვის სამუშაოები, ხოლო მაღალმთიან სოფლებში ახლა იწყება. ზოგმა დათესილი მინდვრები შეამცირა შარშან ვერ რეალიზებული მოსავლის გამო, ზოგმა პირიქით გაზარდა, დიდი მიწების მფლობელ ფერმერებმა ძირითადად იგივე რაოდენობით დათესეს, როგორც შარშან.
კარტაფილის თესვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეძლებულმა ფერმერებმა წელს იმდენივე დათესეს, რამდენიც შარშან. ხოლო მცირე ფერმერები ამ საკითხს არაერთგვაროვნად მოეკიდნენ.
შარშან კარტოფილის მინდვრების გაზრდა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველწლიურად სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიოდნენ, ვერ წავიდნენ, დარჩნენ სოფლის მეურნეობის იმედად, დაამუშავეს თავიანთი მინდვრები, დათესესე კარტოფილი.
“დავთესე იმდენი, რამდენიც შარშან, მაგრამ წელს მუნიციპალიტეტში კარტოფილის მინდვრები შემცირდა, რადგან უმეტესობა “ხოფანში” წავიდა, დათესეს მარცვლეული, შარშან ბევრმა ვერ შეძლო წასვლა, ამიტომ კარტოფილი დათესეს”, – თქვა ერთ-ერთმა ფერმერმა.
როგორც სოფელ პატარა სამსარის ერთ-ერთი მცხოვრენი ამბობს, შარშან ოჯახის მამაკაცები სამუშაოდ ვერ წავიდნენ და კარტოფილის მინდვრები გაზარდეს, მაგრამ წელს ისევ სამუშაოდ წასვლა არჩიეს.
“კარტოფილის მინდვრები გავანახევრეთ, შარშან 1 ჰექტარი და 25 მეასედზე დავთესეთ, წლეულს 60 მეასედზე. სახლში მხოლოდ ქალები დავრჩით, ამდენს ვერ დავამუშავებთ, ჩვენთვის რთულია”, – თქვა ოჯახის წევრმა.
მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც დასათესი ფართობი იმის შიშით შეამცირეს, რომ კვლავ რეალიზაციის პრობლემის წინაშე არ აღმოჩენილიყვნენ.
“ბევრი არ დავთესე, რად მინდა? საერთოდ, არც მინდოდა დათესვა, უბრალოდ გაზაფხულზე ძვირი თესლი ვიყიდე, ცოდოა, რომ არ დავთესოთ. 1 კგ ვიყიდე 1,5 ლარად, მხოლოდ 30 მეასედზე დავთესე, შარშან კარტოფილის მინდვრები უფრო მეტი მქონდა. მე სამუშაოდ არ მივდივარ, სულ სოფელში ვარ, მაგრამ მინდვრები არ მომიმატებია”,- თქვა ვახუშ მაკარიანმა სოფელ კორხიდან.
ბევრმა ვერ შეძლო შარშან კარტოფილის გაყიდვა და დათესა რომ არ გადაეყარა. წინასწარი შეფასებით, მუნიციპალიტეტში დაახლოებით იგივე, რაოდენობით დაითესა, რაც გასულ წელს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის მთავარ სპეციალისტს რამაზ გოგოლაძეს უჭირს რამის თქმა, სანამ მუნიციპალიტეტში კარტოფილის დათესვა არ დასრულდება.
რამდენი და რა მოსავალი ელის ფერმერებს წელს, შემოდგომით გაიკვევა.