ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, დღეს, სამუშაო დღის ბოლომდე, 21 ივნისს სეტყვისა და ქარისგან მიყენებულ ზარალზე 25 განცხადება შევიდა. მერიაში განაცხადებების რაოდენობის გაზრდას ელოდება.
განცხადებების მიღებასთან ერთად, ზოგიერთმა მოქალაქემ უბრალოდ მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაწერონ განცხადება და სავარაუდოდ ხვალ შეიტანენ.
„დღეს უკვე სამუშაო დღე მთავრდება, ვფიქრობ ხვალაც იქნება განაცხადები, ზეგ განაცხადებს არ მივიღებთ, სოფლებში ყველა სპეციალისტს დავურეკეთ, გვაქვს ინფორმაცია ზარალზე, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეხება. ანუ, იყო ბუნებრივი სტიქია, რა შესაძლებლობებიც გვაქვს კანონის ფარგლებში, კონკრეტულად არის პუნქტები, სადაც ჩვენ, ადგილობრივ თვითმმართველობას შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას“, – ამბობს ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი.
პრეტენზიები მიიღეს არა მხოლოდ მოსავალთან დაკავშირებით, არამედ განსხვავებული ხასიათის ზარალზეც.
„ყოფილ ე.წ სამხედრო ქალაქში მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა, რომლის სახურავი ქანქარად გადაიქცა, რადგან სახურავი აზბესტის იყო. სოფლებში, მაგალითად, ოლავერდესში, ქარმა გადახურვის რამდენიმე ფირფიტა ჩამოაგდო. ძირითადად დაზარალდა ქალაქის მიმდებარე ტერიტორიები – დილისკა, ხულგუმო, გომანი, მაჯადია და ა.შ. საკუთარი ძალებით ვერ შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას. გავგზავნეთ ინფორმაცია ფოტოებით, რომ სტიქიამ ზიანი მოგვაყენა”, – განუცხადა Jnews-ს ახალქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ივნისს, საღამოს ძლიერმა სეტყვამ, რომელიც ახალქალაქსა და სოფლებში დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში მოდიოდა, მოსახლეობას ზიანი მიაყენა. ჯერ კიდევ რთულია ზარალის შეფასება. სეტყვის ყინულები 3-4 სმ დიამეტრის იყო, ზოგან უფრო დიდიც.
სტიქია აზიანებს მოსავალს, მაგრამ არ სურთ მოსავლის დაზღვევა