ნინოწმინდაში პირველად აღნიშნეს ქალაქის დღე

21 სექტემბერს ნინოწმინდაში პირველად აღინიშნა ქალაქის დღე – „ნინოწმინდის დღე”. დღესასწაული ქალაქის ცენტრალურ პარკში აღნიშნეს.

drn ninocminda

დღესასწაულს ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, დეპუტატები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი, ნინოწმინდისა და ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ნინოწმინდელები და სტუმრები.

prazdnikk

სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა: ჩირი, ყველი და ჩაი ადგილობრივი ბალახებისგან. მუნიციპალიტეტის სოფლებში ეროვნული კერძებით სუფრები გაშალეს, რომელთა დაგემოვნებაც ყველას შეეძლო. გაიმართა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი, გამოვდინენ ადგილობრივი საცეკვაო ჯგუფები.

prazdniik

ninocminda

ყოველ წელს 21 სექტემბერს ნინოწმინდელები ქალაქის დღეს აღნიშნავენ.

niniocminda

ქალაქი დაარსდა ბოგდანოვკას სახელით. 1961 წლის 16 სექტემბერს სოფელმა ბოგდანოვკამ მიიღო ქალაქური ტიპის დასახლების სტატუსი. 1991 წელს ქალაქს დაერქვა ნინოწმინდა.

ninocmida